გაკვეთილის გეგმა _ როგორ აყალბებდნენ
ისტორიას?
გაკვეთილის მთავარი თემა
|
როგორ აყალბებდნენ
ისტორიას?
|
საგანი/პედაგოგი
|
ისტორია/თეა მსხვილიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
მე-10 -ე კლასი/მესამე საფეხური
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე/განსაკუთრებული სა
ჭიროების მქონე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
ისტორიული მასალების გამოყენება და ანალიზი
·
მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება
·
საკუთარი მოსაზრების დასაბუთება
·
ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია, წესების დაცვით
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
·
წყაროების დამუშავების საფუძველზე , ერთი და იმავე მოვლენის განსხვავებული
ინტერპრეტაციის გაანალიზება და შეფასება
·
კვლევის უნარის განვითარება
·
ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
·
წყაროს ტიპის დადგენა (პირველადია თუ მეორეული, რამდენად ტენდენციურია
ავტორი, სწორად ასახავს თუ არა მოვლენებს)
|
წინარე ცოდნა
|
·
მოსწავლეებს შეუძლიათ წყაროს საშუალებით
ინფორმაციის მოპოვება, წყაროს ტიპის დადგენა , კვლევისა და არსებული ცოდნის საფუძველზე
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
წინასწარ შემუშავებული სქემებით ჯგუფური მუშაობის
და პრეზენტაციის შეფასება
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და რესურსები
|
მე-10-ე კლასის სახელმძღვანელო, წერილობითი წყაროები,
ეპოქის ამსახველი პლაკატის მინიმუმ ორი ვერსია, თაბახის ფურცლები, კალმები
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება,
კლასის ორგანიზება-3 წთ
გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა-10 წთ
წინარე ცოდნის გახსენება კითხვა პასუხის საშუალებით
მოსწავლეებს ვაცნობ
გაკვეთილის თემას და მის ირგვლივ შესასრულებელ სამუშაოებს
გაკვეთილის
B ფაზა-ჯგუფების ორგანიზება , სამუშაოს განაწილება - შესრულება 15 წთ
თითოეულ ჯგუფს ურიგდება
ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის სხვადასხვა ავტორის წყაროები განსახილველად და
დასკვნების გასაკეთებლად , ერთი ჯგუფი აკეთებს პლაკატის , როგორც ინფორმაციული წყაროს საშუალების , კვლევას.
გაკვეთილის C ფაზა-პრეზენტაცია - 9 წთ თითოეული ჯგუფიდან პრეზენტატორი წარადგენს განხილული
წყაროებიდან მიღებულ დასკვნას.
დისკუსიის მეთოდის
გამოყენებით ვაჯამებთ ,თუ რამდენად შესაძლებელია წყაროს საშუალებით მოვლენების ზუსტი
ასახვა
·
8
წთ-საშინაო დავალება-ინტერვიუ ერთ ხანდაზმულ და ერთ
საშუალო ასაკის ადამიანთან (ოჯახის წევრთან , მეზობელთან -რა
ვიცით სტალინის შესახებ).
·
შეფასება წინასწარ შემუშავებული სქემების საშუალებით.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий