სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება  -  ,, ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა“




2. პროექტის მთავარი იდეა - ნაპოლეონ ბონაპარტის  საქარველოსთან დაკავშირებით, მოსწავლეებისათვის საინტერესო გავხადო მისი მოღვაწეობა.

3. პროექტის  აქტუალობა - ისტორიული კვლევის , სიძველეების შესწავლისადმი ინტერესის გაღვივება.

4 . პროექტის მიზნები -
მუნიციპალიტეტის მუზეუმთან  აქტიური თანამშრომლობა
 მოსწავლეების დაინტერესება სიძველეების შესწავლით
 ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება.

5. მონაწილეთა ასაკი -14-15 წელი

6. ვადები - 6 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების და      კვლევის უნარი. შეძენილი ცოდნა იქნება უფრო ღრმა , კვლევის ეტაპი საინტერესო და  პროდუქტიული

9. პროექტის მსვლელობა

  აქტივობა 1- თემის შერჩევა

  აქტივობა 2- საპროექტო გუნდის შექმნა

  აქტივობა 3-სამუშაო გეგმის შედგენა

  აქტივობა 4- ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება.


  აქტივობა 5- პროექტის შეფასება

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭებათ ნული ან ერთი ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი. მაქსიმალური ჯამი არის ათი ქულა.


მოსწავლის სახელი, გვარი

1.             
2.             
3.             
4.             
5.             
6.             
7.             
8.             
9.             
10.           
საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება)
1









კვლევების/ნაშრომის წარმოჩენის უნარი
1









შემოქმედებითი უნარი
1









პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება
0









თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)
0









საუბარი (გამართულობა, ტემბრი)
1









თვალსაჩინოებების გამოყენება
0









აუდიტორიასთან კონტაქტი
1









ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
1









დროის ლიმიტის დაცვა
0









ჯამი
6











პროექტის შეფასების განზოგადებული რუბრიკა

მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა


ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება 
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3.შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება  შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა  არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
7.შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია  ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით  კომპეტენტურობაზე
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი  მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად  აყალიბებს  პროექტის არსს, იყენებს  თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას

10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -  

ისტორია 

ისტ.X.7. მოსწავლეს  შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო ისტორიულ საკითხს (მოსწავლის არჩევანი შეიძლება განაპირობოს ისტორიული ნაშრომის, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის,  კინოფილმების, არქიტექტურული ძეგლების, სამუზეუმო ექსპოზიციების გაცნობამ ან რომელიმე თანამედროვე პოლიტიკური მოვლენით დაინტერესებამ);

  • საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური,  აუდიო/ვიდეო/კინო მასალისა და ინტერნეტ-რესურსის, ასევე ლიტერატურული წყაროების საშუალებით (ფოტოები, ნახატები, ფრესკები, არქიტექტურული ნაგებობები, რომანები, პოეტური და დრამატურგიული ნაწარმოებები, ფოლკლორული, პოპულარული თუ კლასიკური მუსიკა);
  • კვლევის პროცესში იყენებს სხვადასხვა ტიპის დიაგრამებს ისტორიული წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის განმარტებისა თუ ილუსტრაციის მიზნით;
  • კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.

11. პროექტის ხელმძღვანელი - თეა  მსხვილიძე

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: teamsxvilidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий