ვიმუშავეთ წყვილებში . ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება საინფორმაციო ტექნოლოგიებით სწავლების პროცესში ყველა მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით .ასევე როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა თვითრეგულირებად სწავლას
მოვამზადე მოსწავლის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე ბლოგზე . ვმუშაობ მოსწავლის ბუკლეტის შექმნაზე . განვიხილეთ შეფასების სქემები და მეთოდები .
ყოველი სამუშაო დღე ნაყოფიერი , სიახლეებით სავსე და სასიამოვნოა , გმადლობთ .
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ ,როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექტთან 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ინტეგრირება .ასევე , ვისწავლეთ ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციის კანონიერი და ადეკვატური გამოყენება .